შარაბიძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარაბიძე ნიკოლოზ (1878 - ?) - ცნობილი პედაგოგი, კომპოზიტორი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (1900); პეტერბურგის სამეფო კართან არსებული სასიმღერო კაპელის რეგენტის კლასი (1902). მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა საგუნდო სიმღერას და თეორიულ საგნებს თბილისის სასულიერო სემინარიაში, ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიაში, სხვადასხვა სკოლასა და მუსიკალურ სასწავლებლებში; 1923–1954 წლებში ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; დაწერილი აქვს: საგუნდო ნაწარმოებები, საბავშვო სიმღერები, რომანსები, დამუშავებული აქვს ქართული ხალხური სიმღერები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში ის აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

Композиторы Грузии, изд. 2, Тб., 1973.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები