შარაძენიძე თინათინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შარაძენიძე თინათინ“ გადაიტანა გვერდზე „თინათინ შარაძენიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თინათინ შარაძენიძე“ გადაიტანა გვერდზე „შარაძენიძე თინათინ“ გ...)

15:44, 13 მარტი 2024-ის ვერსია

თინათინ შარაძენიძე – (25 მაისი 1919, ქუთაისი, – 1 აპრილი 19831, თბილისი), ენათმეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1914), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1968).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის კავკასიური და აღმოსაელური ენების გავყოფილება (1939). სამეცნიერო-ჰედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა და ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებას (1957-იდან). იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის „საბჭოთა ენათმეცნიერების თეორიის საბჭოს“ წევრი. მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (I–VIII, I950–64) მომზადებაში, იყო VI ტომის თანარედაქტორი, რისთვისაც, ლექსიკონის სხვა რედაქტორებთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (I971). თინათინ შარაძენიძე იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის ენათმეცნიურულ პრობლემებს. მისი შრომები ეხება ენის ისტორიულ და მეოოდოლოგიურ საკითხებს, აშუქებს უახლეს ტენდენციებს ენათმეცნიერებაში. ზოგადი თეორიული საკითხების გადაწყვეტისას მოხმობილია: იბერიულ-კავკასიურ ენათა მასალა. მონოგრაფია „ენათა კლასიფიკაციის პრინციპები“ (1958) ფუნდამენტური გამოკვლევაა ზოგად ენათმეცნიერებაში. თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების აქტუალური პრობლემების კვლევის ძირითადი შედეგები შეჯამებულია მონოგრაფიაში „თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები“ (1972). თ. შარაძენიძის რედაქციით გამოვიდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების კრებული „თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები" (1966-იდან, ტ. 1-4, 1980– იდან – „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“, ტ. 5-6). თ. შარაძენიძის ნაშრომთა ნაწილი გამოქვეყნდა უცხოეთის ლინგვისტურ ჟურნალებსა და კრებულებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლ. ენუქიძე


თხზულებები

  • ბრუნებათა კლასიფიკაციისათვის სვანურში. – „იკე“, VII, თბ., 1955;
  • ენისა და მეტყველების ურთიერთობის პრობლემა, თბ. 1974;
  • ი. ა. ბიდუენ დე კურტენეს ლინგვისტური თეორია და მისი ადგილი XIX-XX საუკუნეთა ენათმეცნიერებაში, თბ. 1978.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები