შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 15 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბას I-ის ლაშქრობები საქართველოში - აბას I-ის ჯარებმა 1603–07 აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან გააძევეს ოსმალები. ქართლსა და კახეთის სამეფოებმა ირანის შაჰის უზენაესობა აღიარეს, მაგრამ აბასს ქართლ-კახეთის ვასალობა არ აკმაყოფილებდა და მათი მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა სურდა.

ოსმალეთთან ზავის დადების (1612) შემდეგ, 1614 მარტში, აბასი პირადად დაიძრა საქართველოს წინააღმდეგ, სასტიკად ააოხრა კახეთი და ქართლში გადავიდა. კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა და ქართლის მეფემ ლუარსაბ II-მ იმერეთს შეაფარეს თავი. შაჰმა იმერეთის მეფეს მათი გადაცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ლუარსაბ II მაინც ეახლა შაჰს, რათა ქართლი აოხრებისაგან ეხსნა. აბასი ირანში დაბრუნდა და ლუარსაბი ტყვედ წაიყვანა, ხოლო ქართლსა და კახეთში თავისი ჯარის ნაწილი დატოვა.

1615 კახეთში აჯანყებამ იფეთქა, ირანის ჯარები გაანადგურეს. 1616 აბას I კვლავ დაიძრა კახეთის წინააღმდეგ, რათა მისი მოსახლეობა გაეჟლიტა ან ირანში გადაესახლებინა, ხოლო მის ადგილას თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. ირანის ჯარები რამდენიმე მხრიდან შეესივნენ კახეთს და სასტიკად ააოხრეს. ათეულობით ათასი ადამიანი მოკლეს ან ტყვედ წაასხეს. რადგან კახელები წინააღმდეგობას აგრძელებდნენ, აბასმა 1617 წელს კვლავ ილაშქრა მათ წინააღმდეგ. სამწლიანმა უთანასწორო ბრძოლამ კახეთი განადგურების პირამდე მიიყვანა. მტერს 100 ათ. კაცი შეაკვდა, 200 ათ-მდე კი ტყვედ წაიყვანეს ირანში. დაზარალდა ქართლიც. დაპყრობილი კახეთი შაჰმა ორად გაყო: დასავლეთი ნაწილი ქართლის მმართველ ბაგრატ-ხანს გადასცა (ბაგრატ VII), აღმოსავლეთი – განჯის მმართველ ფეიქარხანს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები