შეიარაღებული ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებული ბრძოლა - ომებში, სამხედრო კონფლიქტებში, შეიარაღებულ აჯანყებებში, ამბოხებებში, პუტჩებში და ა.შ. წინააღმდეგობის გაწევის ძირითადი სახეობა სხვადასხვა მასშტაბის საომარი მოქმედებების წარმოებას ძალებისა და საშუალებების გამოყენებით. კონკრეტულ საომარ სიტუაციებში შეიარაღებული ბრძოლა უკავშირდება წინააღმდეგობის გაწევის სხვა სახეობებს: ეკონომიკურს, სამეცნიერო-ტექნიკურს, დიპლომატიურს, იდეოლოგიურს და ა.შ.

ომში შეიარაღებული ბრძოლის მიმდინარეობასა და შედეგზე გავლენას ახდენენ:

  • მისი მიზნების სოციალურ-პოლიტიკური ხასიათი;
  • შეიარაღებული ბრძოლის მონაწილე შეიარაღებული ძალისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების საბრძოლო ძლიერების მდგომარეობა;
  • სამხედრო ხელოვნების განვითარების დონე. ეს და სხვა ფაქტორები განსაზღვრავენ შეიარაღებული ბრძოლის ხერხების და ფორმების თავისებურებებს. მაგალითად, ომში შეიარაღებული ბრძოლა გამოირჩევა უფრო დიდი მასშტაბით, ძალადობის საშუალებების ფართო სპექტრის გამოყენებით, წარმოების ხერხების მრავალფეროვნებით. დღეისათვის დღის წესრიგში დგას ისეთი პოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც გამორიცხავენ შეიარაღებული ბრძოლას პოლიტიკური არსენალიდან და შექმნიან პირობებს სადავო პრობლემების მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით გადასაწყვეტად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები