შეიარაღებული ფორმირებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებული ფორმირებები – შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი მეთაურების ხელმძღვანელობით, რომლებსაც აქვთ ფორმის ტანსაცმელი ან განმასხვავებელი ნიშნები და ეკუთვნიან სახელმწიფო, რელიგიურ და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სტრუქტურას. არსებობს კანონიერი და უკანონო შეიარაღებული ფორმირებები კანონიერი იქმნება და მოქმედებს სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. უკანონოს არათუ არასახელმწიფოებრივი ხასიათი აქვს, არამედ შეიძლება არსებული ხელისუფლების და სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგაც იბრძოლოს. კანონიერ შეიარაღებული ფორმირებებს განეკუთვნებიან: სახელმწიფოს რეგულარული არმიის გაერთიანებები, შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები, ასევე არარეგულარული ჯარები.

შეიარაღებული ფორმირებები, რომლებშიც შეხამებულია რეგულარული ან არარეგულარული (სხვადასხვა ობიექტების დასაცავი გასამხედროებული ფორმირებები, სპეციალური სამაშველო რაზმები, მილიცია და პოლიცია, სახანძრო დაცვის ნაწილები და სხვა) და არასახელმწიფოებრივი ფორმირებები, რომლებსაც ქმნიან პარტიები, სოციალური ჯგუფები ან შეიარაღებული ფორმირებები, რომელთაც სახალხო ხასიათი აქვთ (მაგალითად პარტიზანული რაზმები).

არაკანონიერ შეიარაღებული ფორმირებებს განეკუთვნებიან:

  • ფორმირებები, რომლებსაც ქმნიან ეროვნებები, სოციალური ჯგუფები და პროგრესული მიზნების დამცველები (ეროვნულ-განმათავისუფლებელი და სახალხო-რევოლუციური არმიები, წინააღმდეგობების მოძრაობები და სხვა);
  • ფორმირებები, რომლებიც ასახავენ ვიწროჯგუფურ, ნაციონალისტურ ან რელიგიურ ინტერესებს და მხოლოდ ინიღბებიან პროგრესული ლოზუნგებით („სიკვდილის ესკადრონები“, „წითელი ბრიგადები“ და სხვა);
  • მაფიოზურ-დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვან რაოდენობას აღწევდნენ, გააჩნდეთ თანამედროვე შეიარაღება და მსხვილი ფულადი სახსრები.

არაკანონიერ შეიარაღებული ფორმირებებთან ბრძოლაში მართლწესრიგის ორგანოების გარდა შეიძლება ჩაბმული იყოს არმია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები