შენაერთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენაერთისამხედრო ფორმირება, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისა ან ნაკლები შემადგენლობის შენაერთისაგან, ჩვეულებრივ, ჯარების (ძალების) სხვადასხვა გვარეობის, სპეციალური ჯარების (სამსახურების), აგრეთვე უზრუნველყოფის და მომსახურების ნაწილების და ქვედანაყოფებისაგან.

გაერთიანებებისაგან განსხვავებით, შენაერთს, როგორც წესი, აქვს მუდმივი შემადგენლობა და საშტატო ორგანიზაცია. შემადგენლობის და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით განასხვავებენ ოპერატიულ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტაქტიკურ შენაერთებს. ოპერატიულ შენაერთებს, მაგალითად, განეკუთვნება ავიამზიდების დამრტყმელი შენაერთები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში; ოპერატიულ-ტაქტიკურ შენაერთებს II მსოფლიო ომის წლებში განეკუთვნებოდა მსროლელი, სატანკო, მექანიზებული, კავალერიის და სხვა კორპუსები, ზოგჯერ ხომალდების ესკადრები. ზოგი სახელმწიფოს თანამედროვე შეიარაღებულ ძალებში არმიის კორპუსი განისაზღვრება როგორც უმაღლესი ტაქტიკური შენაერთი ტაქტიკურ შენაერთებს ეკუთვნის სხვადასხვა ტიპის დივიზიები, ბრიგადები და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები