შვიცური ჯიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შვიცური ჯიში - საქართველოში აპრობირებული და აკლიმატიზირებული ჯიშია. ისინი კარგი სარძეო და სახორცე პროდუქტიულობით, მტკიცე ძვალეულით, მაგარი ჩლიქებით და საძოვრების კარგი გამოყენების უნარით გამოირჩევა.

ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 550-600 კგ-ია, მონაწველი ევროპის ქვეყნებში 4-5 ათასი კგ-ს შეადგენს, რძის ცხიმიანობა მერყეობს 3,6-4,2%-ს შორის. ეს ჯიში შვეიცარიიდან დმანისის რაიონში XIX საუკუნის 60-იან წლებში შემოიყვანეს. მან მონაწილეობა მიიღო კავკასიური წაბლა ჯიშის შექმნაში. მისი საუკეთესო სულადობა ამჟამად ჰყავს თელეთის სანაშენე მეურნეობას.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები