შინდისის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 11 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინდისის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, სოფლიდან დაახლოებით რვაასი მეტრის მოშორებით, სასაფლაოზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,96 X 5,4 მ), ნაგებია რიყის ქვით, გარედან მოპირკეთებულია მოწითალო ქვის კვადრატებით. შესასვლელები აქვს სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდში ერთი სარკმელი და ორი პატარა ნიშია. აფსიდის კედლიდან ნახევარი მეტრის დაშორებით დგას მონოლითური ქვის სატრაპეზო. სამხრეთით ორი სარკმელია, დასავლეთით - ერთი. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტერებია, რომლებსაც ეყრდნობა ნატეხი ქვისაგან შედგენილი ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. გრძივ კედლებზე ორ-ორი დეკორატიული თაღი გადადის. აღმოსავლეთის და დასავლეთ ფასადის სარკმლებს თლილი ქვის ბრტყელპროფილიანი დეკორატიული თავსართი აქვს.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები