შინდისის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინდისის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,64 X 6,96 მ), ნაგებია ძირითადად აგურითა და რიყის ქვით. კონსტრუქციის ნაწილები და კუთხეები - თლილი ტუფით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის მარჯვენა მხარეს ერთი ღრმა სწორკუთხა ნიშია, ხოლო მარცხენა მხარეს - აგურის თითო სწორკუთხა და წრიული ნიშია. თაღოვანი სარკმლები დასავლეთ კედელში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. საკურთხეველში დგას სატრაპეზო სწორკუთხა ქვა. საკურთხევლის წინ აგურით ნაწყობი ნახევრად დანგრეული კანკელია. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ კედელში, კამარის ქუსლის დონეზე ორი, ხოლო აფსიდის კონქის გვერდებზე თითო რეზონატორია. მოგვიანებით კამარის აღმოსავლეთ ნაწილში აყვანილია აგურის საკვამური. აღმოსავლეთ ფასადზე, თლილი ქვით მოჩარჩოებული სარკმლის თავზე, გამოსახულია ტოლმკლავებიანი რელიეფური ჯვარი, სარკმლის ღერძზე, ფრონტონის წვეროში - შეღრმავებული ჯვარი. სახურავის ქიმზე ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი დგას. შენობას შემოვლებული აქვს აგურის თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.



წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები