შინდისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 11 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინდისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისის დასავლეთით, სოფლიდან ორი კოლომეტრის მოშორებით, ნასოფლარ თვალადუბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8 X 5,4 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვის ბლოკები. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე, მოწითალო ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. სახურავი ორფერდაა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები