შფოთვითი აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შფოთვითი აშლილობა არის ანომალიური მდგომარება. მის ძირითად ნიშან-თვისებას შფოთვის ისეთი ფსიქიკური და ფიზიკური სიმპტომები წარმოდგენს, რომლებიც თავს იჩენს თავის ტვინის ორგანული დაავადების ან სხვა ფსიქიკური აშლილობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სიმპტომები ნებისმიერი შფოთვითი აშლილობის დროს შეიძლება აღმოცენდეს, თითოეული ტიპის აშლილობას გააჩნია დამახასიათებელი პატერნი. კლინიკური სურათისა და ეტიოლოგიის თვალსაზრისით შფოთვით აშლილობებს ბევრი საერთო მახასიათებელი გააჩნიათ, მაგრამ მათ შორის გარკვეული განსხვავებებიც შეინიშნება:

  • პანიკური აშლილობისას შფოთვას პერიოდული ხასიათი აქვს, მაგრამ მისი აღმოცენება არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ვითარებასთან.


სარჩევი

შფოთვითი აშლილობების შესახებ არსებული მოსაზრებების განვითარება

ცნობილია, რომ შფოთვა ბევრი ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთ მკვეთრად გამოხატულ სიმპტომს წარმოადგენს. შფოთვა და დეპრესია ხშირად ერთად იჩენს თავს. ამიტომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე შფოთვითი აშლილობები არ იყო ცალკე კლასიფიცირებული და გუნებ-განწყობის აშლილობებს მიეკუთვნებოდა. ფროიდმა (1895ბ) პირველმა გამოთქვა შემდეგი მოსაზრება: შემთხვევები, რომელთა დროსაც შფოთვა წამყვან და ძირითად სყმპტომს წარმოადგენს, ცალკე კატეგორიად უნდა იყოს გამოყოფილი „შფოთვითი ნევროზების“ სახელწოდებით

თავდაპირველად, ფროიდი შფოთვითი ნევროზების კატეგორიაში ფობიებისა და პანიკის შეტევების მქონე პაციენტებს აერთიანებდა, მაგრამ, მოგვიანებით, მან ეს კატეგორია ორ ჯგუფად დაყო. პირველ ჯგუფს, რომელსაც იგივე სახელწოდება შეუნარჩუნდა (შფოთვითი ნევროზები) მიეკუთვნებოდა ისეთი შემთხვევები, რომელთა დროსაც პაციენტებს, ძირითადად, შფოთვის ფსიქოლოგიური სიმპტომები აღენიშნებოდათ. მეორე ჯგუფს, რომელსაც მან „შფოთვითი ისტერია“ უწოდა, კი ისეთი შემთხვევები, რომელთა დროსაც პაციენტებს, ძირითადად, შფოთვის ფიზიკური სიმპტომები და ფობიები აღენიშნებოდათ. ამგვარად, შფოთვით ისტერიაში შედიოდა შემთხვევები, რომლებიც ჩვენთვის აგორაფობიის დიაგნოზის სახელით არის ცნობილი. თავდაპირველად ფროიდი ვარაუდობდა, რომ შფოთვითი ნევროზები და შფოთვითი ისტერია სექსუალური კონფლიქტებით იყო გამოწვეული, თუმცა, მოგვიანებით, მან მათი გამომწვევი სხვა მიზეზების არსებობის შესაძლებლობაც დაუშვა. 1930-იან წლებში ფსიქიატრების უმრავლესობა თვლიდა, რომ შფოთვითი ნევროზების გამოწვევა მრავალ სხვადასხვა სახის სტრესულ პრობლემებს შეეძლო (მაგ., Henderson and Gillespie, 1930, გვ. 416-17).

შფოთვის სიმპტომები

შფოთვის სიმპტომები
ფსიქოლოგიური აგზნება
  • საშიშროების მოლოდინი
  • გაღიზიანებადობა
  • სენსიტიურობა ხმაურის მიმართ
  • მოუსვენრობა
  • ცუდი კონცენტრაცია
  • შემაწუხებელი აზრები
ვეგეტატიური აგზნება
გასტროინტესტინური
  • პირის სიმშრალე
  • ყლაპვის გაძნელება
  • ეპიგასტრული დისკომფორტი
  • მეტეორიზმი
  • ფაღარათი ანუ გახშირებული პერისტალტიკა

რესპირატორული

  • მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში
  • ჩასუნთქვის გაძნელება

კარდიოვასკულური

  • გაძლიერებული გულისცემა
  • დისკომფორტი გულმკერდის არეში
  • მაჯის ამოვარდნის შეგრძნება

გენიტო-ურინული

  • ხშირი შარდვა ან შარდის ურგენტული შეუკავებლობა
  • ერექციის დარღვევა
  • მენსტრუალური დისკომფორტი
  • ამენორეა
კუნთების დაძაბულობა
  • ტრემორი
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
ჰიპერვენტილაცია
  • თავბრუსხვევა
  • კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება
  • სუნთქვის გაძნელება
ძილის დარღვევა
  • უძილობა
  • ღამის შიშები

შფოთვითი აშლილობების კლასიფიკაცია

შფოთვითი აშლილობების კლასიფიკაცია DSM-IV-ისა და ICD-10-ის მიხედვით ცხრილშია მოცემული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ემთხვევა, მათ შორის შეინიშნება ოთხი მნიშვნელოვანი განსხვავება:

შფოთვითი აშლილობების კლასიფიკაცია DSM-IV-ისა და ICD-10-ის მიხედვით 9.2 ცხრილშია მოცემული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ემთხვევა, მათ შორის შეინიშნება ოთხი მნიშვნელოვანი განსხვავება:

  • ICD-10-ში შფოთვითი აშლილობები დაყოფილია ორ ქვეჯგუფად: (a) ფობიკურ-შფოთვით აშლილობად (F40) და (b) სხვა შფოთვით აშლილობად (F41), რომელშიც შედის პანიკური აშლილობა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;
  • პანიკური აშლილობა ამ ორ სქემაში განსხვავებულად არის კლასიფიცირებული (ამის მიზეზი 206-ე გვერდზეა განმარტებული);
  • DSM-IV-ში ობსესიურ-კომპულსური აშლილობა კლასიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი შფოთვითი აშლილობა, ხოლო ICD-10-ში ის ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი;
  • ICD-10-ში მოცემულია შერეული შფოთვით-დეპრესიული აშლილობის კატეგორია, რომელიც DSM-IV-ში არ არის წარმოდგენილი.


შფოთვითი აშლილობების კლასიფიკაცია
ICD-10 DSM-IV
F4 შფოთვითი აშლილობები შფოთვითი აშლილობები*
F40 ფობიკურ-შფოთვითი აშლილობა
აგორაფობია აგორაფობია
პანიკური აშლილობის გარეშე პანიკური აშლილობის ანამნეზის გარეშე
პანიკურ აშლილობასთან ერთად პანიკური აშლილობა აგორაფობიასთან ერთად
სოციალური ფობია სოციალური ფობია
სპეციფიური ფობია სპეციფიური ფობია
F41 სხვა შფოთვითი აშლილობები
პანიკური აშლილობა პანიკური აშლილობა აგორაფობიის გარეშე
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
შერეული შფოთვით-დეპრესიული აშლილობა
* სქემების შედარების გასაიოლებლად კატეგორიების თანმიმდევრობა შეცვლილია. მაგალითი

იხილე აგრეთვე

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები