ჩეჩოტკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩეჩოტკა – (რუს. Чечётка), მამაკაცთა საესტრადო ცეკვა; ხასიათდება ფეხსაცმლის ლანჩისა და ქუსლების სწრაფი და მკაფიო კაკუნით, ისე რომ ტანი უძრავ მდგომარეობაშია. სრულდება ორწილადი და სამწილადი ზომის მუსიკის თანხლებით.