ჩვენი რესპუბლიკა (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/003160/ საქართველოს გაზეთები]
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/003160/ საქართველოს გაზეთები]
  
[[კატეგორია:გაზეთები]]
+
 
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები]]
 +
[[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]]

13:04, 23 მაისი 2019-ის ვერსია

„ჩვენი რესპუბლიკა“ (1917-1918, თბილისი) - საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანო. გაზეთს რედაქტორობდა დავით ჩიქოვანი, ხოლო გამომცემელი იყო ამხანაგობა. იბეჭდებოდა სტამბაში „სორაპანი”. ჩვენამდე მოაღწია ორგვერდიანი გამოცემის არასრულმა ნომრებმა (1917 წ. №1 (15/XI) - №23 (31/XII), 1918 წ. №24 (1/I) - №86 (28/III).

გაზეთის მიზანდასახულობა გლეხობის ინტერესების გამოხატვასა და დაცვაში ვლინდება. მასში დასტამბული პუბლიკაციებიც ძირითადად გლეხთა ცხოვრებას, მათ პრობლემებს ეხება. გაზეთის კონცეფცია გაცხადებულია რედაქტორის, დავით ჩიქოვანის, საპროგრამო წერილში „ჩვენი გზა“. მასში დასახელებულია ის ძირითადი მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებას; წარმოდგენილია პარტიის სამოქმედო გეგმა, მისი ამოცანები; გამოკვეთილია პერიოდული ორგანოს როლი ამ მიზნების განხორციელებაში (ამონარიდები წერილიდან: „ჩვენ ვიბრძვით საქართველოს სრული დამოუკიდებლობისთვის“; „ვდგავართ კლასიკურ ნიადაგზე“; „ვდგავართ საერთო სარგებლიანობის თვალსაზრისზე და ვაწარმოებთ რადიკალურ და რეალურ პოლიტიკას“ (1917 წ. №1).

გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაციები გლეხთა საჭიროებებსა და პარტიაში მიმდინარე სიახლეებს ეძღვნება. იბეჭდება აგრეთვე პარტიის პროგრამის პროექტი. ჭარბობს ანალიტიკური სტატიები, თუმცა ოპერატიულ ინფორმაციასაც სათანადო ადგილი ეთმობა. მუდმივ თანამშრომელთა და ავტორთა შორის უნდა დავასახელოთ: დ. ჩიქოვანი (აქვეყნებდა აგრეთვე „გორდელის“ ფსევდონიმით), დ. არონიშიძე, გ. ციცქიშვილი, პ. ჯარიაშვილი, კ. დავითაშვილი, ქ. ნიქოზელი (ქრისტეფორე კაპანაძე), კ. კანანელი, დ. სპერელი და სხვები. აგრარულ პრობლემებსა და გლეხთა საჭიროებებს მიეძღვნა მრავალი პუბლიკაცია, მაგალითად: „საუბარი გლეხებთან“ (ავტორი „გორდელი“), „მიწის საკითხი“ (ავტორი „თ.-ი.“), „აგრარული მოძრაობა“ (ავტორი „დორ–ჩიყო“), „წერილი სოფლელ მეგობართან“ (გობრონ ციცქიშვილი), „გლეხის რჩევა“ (კ. დავითაშვილი), „გლეხთა პარტია ქიზიყში“ (დ. არონიშიძე) და ა.შ. ყურადღება ექცევა ასევე მრეწველობის განვითარების პრობლემებს, პოლიტიკურ თემატიკას, საერთაშორისო ამბებს, რესპუბლიკის წინაშე არსებულ საშინაო და საგარეო პრობლემებს, საპარლამენტო ცხოვრებას. გაზეთის ფურცლებზე ვხვდებით კორესპონდენციებს რეგიონებიდან, რუბრიკებს: „პოლიტიკური პარადოქსები“, „ახალი ამბავი“ და სხვ. „ჩვენი რესპუბლიკა“ ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც უთმობს ადგილს. იბეჭდება ილ. მოსაშვილის ლექსი „სონეტი საქართველოს“, პ. ჯარიაშვილის „პატარა ფელეტონი“, კ. კანანელის ლექსები: „გლეხური ლექსი“, „ობლის სიმღერა“ და სხვ. გამოცემაში დაიბეჭდა თედო სახოკიას წერილი „მიხ. წერეთლის კანდიდატურის გარშემო“ (1917, №5); საერთოდაც, გაზეთი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მიხაკო წერეთლის კანდიდატურას, მოუწოდებდა მოქალაქეებს, ხმა მიეცათ მისთვის. აღსანიშნავია, რომ გაზეთში გამოქვეყნდა „მოკლე პოლიტიკური ლექსიკონი გლეხთათვის“, რაც გლეხებისთვის ქართულ ენაში შემოსული უცხო სიტყვების განმარტებას ისახავდა მიზნად.

მანანა შამილიშვილი

ლიტერატურა

გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია 1819–1945, თბ.,1947; გაზ. „ჩვენი რესპუბლიკა“, 1917-1918.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები