ჩიქოვანი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დავით გიორგის ძე ჩიქოვანი''' – [[ქართველები|ქართველი]]. რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის წევრი, აგრანომი.  
+
'''ჩიქოვანი დავით გიორგის ძე''' ''(1887, სოფ. სუხჩე, სენაკის მაზრ. - 1943)'' - პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პროფესიით აგრონომი.  
  
ტფილისის ადრესი: ჩერქეზიშვილის ქუჩა, №145.
+
==განათლება==
 
+
1908 დაამთავრა [[თბილისი]]ს სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია და ჩაირიცხა ლიეჟის ([[ბელგია]]) ფრანგულენოვან სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო განხრით. მატერიალური ხელმოკლეობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო და ორი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.  
==ავტობიოგრაფია==
+
დავიბადე 1887 წელს სამეგრელოში, სოფელ სუხჩეში, რომელიც არის ჩემი დედულეთი.
+
 
+
====განათლება====
+
დავამთავრე 1908 წელს ტფილისის სათავად-აზნაურო ქართული გიმნაზია. იმავე წელს ბიძის დახმარებით გავემგზავრე სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარედ – ბელგიაში. ბელგიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ ლიეჟში ვსწავლობდი 2 წელს საინჟინერო ნაწილზე. 1910 წელს ნივთიერ დაბრკოლებათა გამო იძულებული შევიქენი დამეტოვებინა უნივერსიტეტი და დავბრუნებულიყავ სამშობლოში.
+
 
+
1910 წლის შემოდგომაზე გავემგზავრე კოსტანტინეპოლს. იქ დავყავი 8 თვე, რომლის განმავლობაშიაც, როგორც საკუთარი კორესპონდენტი წერილებს ვათავსებდი „სახალხო გაზეთში“ ქართველ მაჰმადიანთა და საზოგადოდ ოსმალეთის ცხოვრებიდან. კოსტანტინეპოლში, ჩემისა და ბ. ირაკლი ტატიშვილის მეთაურობით და ქართველ კათოლიკე მღვდლების: პიო ბალიძის, შალვა ვარდიძის, მარკო ნონოშვილის და სხვათა დახმარებით დავაარსეთ ქართველ მაჰმადიანთათვის საზოგადოება, ოსმალეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული წესდებით, რომელსაც ოსმალურად ეწოდებოდა: „გურჯი თააუნჯე მუთ“, რაც ნიშნავს – ქართველთა დამხმარე საზოგადოებას.
+
 
+
1911 წლის მაისს ოსმალეთიდან დავბრუნდი საქართველოში. ამავე წლის მარიამობისთვეში წერა-კითხვის საზოგადოებიდან მივიღე 25 მანეთიანი სტიპენდია და გავემგზავრე პეტერბურგში და სწავლა განვაგრძე უმაღლეს სამეურნეო კურსებზე. აქ ვსწავლობდი ვიდრე 1915 წლამდე. ამ წელს მე-IV კურსზე ვიყავი, რო მომიახლოვდა ომში გაწვევა, როგორც მეორე ხარისხის რადნიკს.
+
 
+
ამ დროიდან თავი დავანებე კურსებს და პეტროგრადს და სამსახურში შეველი ჰელსინგფორსში ფინეთის სახელმწიფო რკინისგზათა მთავარ სამმართველოში. ფინეთში დავყავი თითქმის 2 წელიწადს. იქიდან ვთანამშრომლობდი მაშინდელ ჯერ კიდევ თავისუფალ ორგანო „საქართველოში“. რევოლუციის პირველ თვეებში, აპრილში ფინეთიდან დავბრუნდი სამშობლოში.
+
  
 
====ცხოვრების მთავარი ეტაპები====
 
====ცხოვრების მთავარი ეტაპები====
რაც შეეხება ჩემი სულიერ ცხოვრების მთავარ საფეხურებს – იგი ასეთია: დღიდან სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დაარსებისა მე ვიყავი მისი აქტიური წევრი და ვმუშაობდი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ჯერ როგორც გიმნაზიის მოწაფისა და მერე სტუდენტისათვის. სოციალისტ-ფედერალისტობის დროს მე ვეკუთვნოდი .-ფედერალისტთა იმ მემარცხენე ფრთას, რომელიც თანაუგრძნობდა ანარქიზმს და კომუნიზმს.
+
1910 რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, როგორც გაზ. „სახალხო გაზეთის“ საკუთარი კორესპოდენტი. წერდა ქართველ მაჰმადიანთა და ოსმალეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თემებზე. მისი მონაწილეობით დაარსდა „ქართველ მაჰმადიანთა დამხმარე საზოგადოება“, რომლის წესდება ოსმალეთის მთავრობამ დაამტკიცა. 1911 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიით, გაემგზავრა პეტერბურგში და სწავლა უმაღლეს სამეურნეო კურსებზე განაგრძო. როცა [[პირველი მსოფლიო ომი]] დაიწყო, მიატოვა სასწავლებელი და შრომით საქმიანობას შეუდგა. მუშაობდა მდივნად ქ. ჰელსინგფორსში, [[ფინეთი]]ს სახელმწიფო რკინიგზათა მთავარ სამმართველოში. იქიდან თანამშრომლობდა გაზეთ „[[საქართველო (გაზეთი)|საქართველო]]სთან“. წერდა ფსევდონიმებით: „დ. გორგაძე“, „დ. ნინოშვილი“, „ჯავიდ-ბეი“, „სუხჩელ-სუმაჭახელი“, „გორდელი“ და სხვ. [[საქართველო]]ს [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალისტურ-ფედერალისტური პარტიის]] დაარსების დროიდან იყო ამ პარტიის წევრი, ეკუთვნოდა მემარცხენე ფრთას და თანაუგრძნობდა ანარქიზმსა და კომუნიზმს. პარტიაში დარჩა 1914 წლამდე, რის შემდეგაც თანდათან ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებას დაუახლოვდა. ფინეთიდან სამშობლოში 1917 დაბრუნდა. ივნისში იყო ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი. მიიჩნევდა, რომ გლეხობას საკუთარი ინტერესების უფრო ქმედითი დამცველი უნდა ჰყოლოდა, ვიდრე სოციალისტური პარტიები იყვნენ. ის და მისი თანამოაზრეები მოითხოვდნენ მემამულეთათვის ნორმაზე მეტი ფართობის უსასყიდლოდ ჩამორთმევას და მიწის მუშაკთათვის უფასოდ დარიგებას, მაშინ, როდესაც ედპ მხარს უჭერდა „ნორმის ზედმეტი მიწის მემამულისაგან გამოსყიდვას, სამართლიანი შეფასებით“. 1917 წლის ოქტომბერში ედპ-ს მცირერიცხოვანი ჯგუფი ჩამოშორდა, რომელმაც თავი საქართველოს [[რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია|რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიად]] გამოაცხადა. პარტიის ბეჭდური ორგანოს, გაზეთ „[[ჩვენი რესპუბლიკა (გაზეთი)|ჩვენი რესპუბლიკის]]“ რედაქტორად დავით ჩიქოვანი დაამტკიცეს, რომელიც ასევე მთავარი კომიტეტის წევრადაც აირჩიეს. მასვე დაკისრებული ჰქონდა პარტიის ყოველკვირეული ორგანოს გაზეთ „გლეხის“ რედაქტორობა. რადიკალ-დემოკრატების დაპირისპირება ეროვნულ-დემოკრატებთან ჯერ კიდევ ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე გამოიკვეთა. უმრავლესობამ უარყო დავით ჩიქოვანის თვალსაზრისი და პროგრამაში არ შეიტანა მუხლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას ითვალისწინებდა. რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც ოფიციალურად დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხი. 1917 წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული
 
+
ყრილობის მუშაობაში, ყრილობამ იგი [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] წევრობის კანდიდატად აირჩია. 1919 წლის თებერვალში რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის სიით მონაწილეობა მიიღო საქართველოს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] არჩევნებში, მაგრამ დეპუტატის მანდატი ვერ მოიპოვა. 1919 დაინიშნა სახელმწიფო კონტროლის ვიცე-დირექტორად. 1920 წლის ნოემბერში რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა და საქართველოს ეროვნული პარტიები გაერთიანებაზე შეთანხმდნენ და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას „მიწის მესაკუთრეთა დემოკრატიული პარტია“ უწოდეს. ამ დროიდან დავით ჩიქოვანი პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდა.  
ამ პარტიაში დავყავი ვიდრე 1914 წლამდე, ხოლო შემდეგ თანდათან დავშორდი და ომის დასაწყისში სავსებით ჩამოვშორდი.
+
  
ფედერალისტთა პარტიიდან ჩამოშორების შემდეგ მთელი ომის განმავლობაში თავისუფალ მოაზრედ დავრჩი და მხოლოდ 1917 წლიდან ვატარებ სახელს იმ ნორჩ პარტიისას, რომლის წარმომადგენელიცა ვარ საქართველოს პარლამენტში.
+
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ სამშობლოში დარჩა და მუშაობა სახელმწიფო კონტროლის სისტემაში განაგრძო, რომელიც მუშათა და გლეხთა ინსპექციად გადაკეთდა. 1922 შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველად გადაიყვანეს; 1923-1924 წლებში მუშაობდა ჩაქვის სახალხო მამულის გამგედ, მომდევნო ორი წელი მიწის სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველობა ებარა, ხოლო 1925 წლიდან იყო უმუშევარი. 1928 წლის ივლისში სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ დააპატიმრა აჭარაში სსრკ-თურქეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისათვის. იმავე წლის დეკემბერში მიესაჯა ექვსი თვით გამოსასწორებელ სახლში ჩასმა, წინასწარი პატიმრობის ვადის ჩათვლით. 1929 წლის მარტში
 +
გაათავისუფლეს შრომითი საქმიანობის დაწყების უფლებით. 1931 და 1934 წლებში საბჭოთა სამართალდამცავი სტრუქტურები რამდენჯერმე დაინტერესდნენ მისი საქმით. მომდევნო პერიოდში დავით ჩიქოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტები, ასევე გარდაცვალების თარიღი უცნობია.
  
სოც.-ფედერალისტობის დროს არალეგალური მოღვაწეობა გამიწევია, მაგრამ პოლიტიკური სასჯელი არ გადამხდია.
+
:::::::::::::::::::::::::::::::::'''''ოთარ ჯანელიძე'''''
  
====პუბლიცისტური მოღვაწეობა====
+
==ლიტერატურა==
ვთანამშრომლობდი შემდეგ გაზეთებში: „სახალხო გაზეთში“, „თემში“, „საქართველოში“ და სხვა გაზეთებში. ვიყავი რედაქტორ-ხელმძღვანელი რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის ყოველდღიურ გაზეთ „ჩვენი რესპუბლიკისა“ და ყოველკვირეულ „გლეხისა“.
+
ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
  
სხვა და სხვა დროს და სხვა და სხვა გაზეთებში გვარის გარდა ვწერდი შემდეგ ფსევდონიმებს: . გიორგაძე, დ. ნინოშვილი, ჯავიდ-შეი, სუხჩელ-სუმაჭახელი, გორდელი და სხვა.
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014399/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

17:05, 10 მაისი 2019-ის ვერსია

ჩიქოვანი დავით გიორგის ძე (1887, სოფ. სუხჩე, სენაკის მაზრ. - 1943) - პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პროფესიით აგრონომი.

სარჩევი

განათლება

1908 დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია და ჩაირიცხა ლიეჟის (ბელგია) ფრანგულენოვან სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო განხრით. მატერიალური ხელმოკლეობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო და ორი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ცხოვრების მთავარი ეტაპები

1910 რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, როგორც გაზ. „სახალხო გაზეთის“ საკუთარი კორესპოდენტი. წერდა ქართველ მაჰმადიანთა და ოსმალეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თემებზე. მისი მონაწილეობით დაარსდა „ქართველ მაჰმადიანთა დამხმარე საზოგადოება“, რომლის წესდება ოსმალეთის მთავრობამ დაამტკიცა. 1911 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიით, გაემგზავრა პეტერბურგში და სწავლა უმაღლეს სამეურნეო კურსებზე განაგრძო. როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მიატოვა სასწავლებელი და შრომით საქმიანობას შეუდგა. მუშაობდა მდივნად ქ. ჰელსინგფორსში, ფინეთის სახელმწიფო რკინიგზათა მთავარ სამმართველოში. იქიდან თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოსთან“. წერდა ფსევდონიმებით: „დ. გორგაძე“, „დ. ნინოშვილი“, „ჯავიდ-ბეი“, „სუხჩელ-სუმაჭახელი“, „გორდელი“ და სხვ. საქართველოს სოციალისტურ-ფედერალისტური პარტიის დაარსების დროიდან იყო ამ პარტიის წევრი, ეკუთვნოდა მემარცხენე ფრთას და თანაუგრძნობდა ანარქიზმსა და კომუნიზმს. პარტიაში დარჩა 1914 წლამდე, რის შემდეგაც თანდათან ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებას დაუახლოვდა. ფინეთიდან სამშობლოში 1917 დაბრუნდა. ივნისში იყო ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი. მიიჩნევდა, რომ გლეხობას საკუთარი ინტერესების უფრო ქმედითი დამცველი უნდა ჰყოლოდა, ვიდრე სოციალისტური პარტიები იყვნენ. ის და მისი თანამოაზრეები მოითხოვდნენ მემამულეთათვის ნორმაზე მეტი ფართობის უსასყიდლოდ ჩამორთმევას და მიწის მუშაკთათვის უფასოდ დარიგებას, მაშინ, როდესაც ედპ მხარს უჭერდა „ნორმის ზედმეტი მიწის მემამულისაგან გამოსყიდვას, სამართლიანი შეფასებით“. 1917 წლის ოქტომბერში ედპ-ს მცირერიცხოვანი ჯგუფი ჩამოშორდა, რომელმაც თავი საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიად გამოაცხადა. პარტიის ბეჭდური ორგანოს, გაზეთ „ჩვენი რესპუბლიკის“ რედაქტორად დავით ჩიქოვანი დაამტკიცეს, რომელიც ასევე მთავარი კომიტეტის წევრადაც აირჩიეს. მასვე დაკისრებული ჰქონდა პარტიის ყოველკვირეული ორგანოს გაზეთ „გლეხის“ რედაქტორობა. რადიკალ-დემოკრატების დაპირისპირება ეროვნულ-დემოკრატებთან ჯერ კიდევ ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე გამოიკვეთა. უმრავლესობამ უარყო დავით ჩიქოვანის თვალსაზრისი და პროგრამაში არ შეიტანა მუხლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას ითვალისწინებდა. რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც ოფიციალურად დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხი. 1917 წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში, ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად აირჩია. 1919 წლის თებერვალში რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის სიით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ დეპუტატის მანდატი ვერ მოიპოვა. 1919 დაინიშნა სახელმწიფო კონტროლის ვიცე-დირექტორად. 1920 წლის ნოემბერში რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა და საქართველოს ეროვნული პარტიები გაერთიანებაზე შეთანხმდნენ და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას „მიწის მესაკუთრეთა დემოკრატიული პარტია“ უწოდეს. ამ დროიდან დავით ჩიქოვანი პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ სამშობლოში დარჩა და მუშაობა სახელმწიფო კონტროლის სისტემაში განაგრძო, რომელიც მუშათა და გლეხთა ინსპექციად გადაკეთდა. 1922 შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველად გადაიყვანეს; 1923-1924 წლებში მუშაობდა ჩაქვის სახალხო მამულის გამგედ, მომდევნო ორი წელი მიწის სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველობა ებარა, ხოლო 1925 წლიდან იყო უმუშევარი. 1928 წლის ივლისში სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ დააპატიმრა აჭარაში სსრკ-თურქეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისათვის. იმავე წლის დეკემბერში მიესაჯა ექვსი თვით გამოსასწორებელ სახლში ჩასმა, წინასწარი პატიმრობის ვადის ჩათვლით. 1929 წლის მარტში გაათავისუფლეს შრომითი საქმიანობის დაწყების უფლებით. 1931 და 1934 წლებში საბჭოთა სამართალდამცავი სტრუქტურები რამდენჯერმე დაინტერესდნენ მისი საქმით. მომდევნო პერიოდში დავით ჩიქოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტები, ასევე გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები