ჩიხლაძე რაფიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფიელ ჩიხლაძე

ჩიხლაძე რაფიელ (დ. - 1881 - გ. - 1919) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური მოღვაწე.

რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის არაერთხელ იყო დაპატიმრებული. მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი დაინტერესება სოფლის მეურნეობის საკითხებით, განსაკუთრებით კი მეფუტკრეობით, რომლის შესახებაც წერდა სტატიებს ქართულ პრესაში. ამ თემაზე მან წიგნიც დაწერა: „სასარგებლო დარიგება მეფუტკრეობაზე”. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრი 1914 წლიდან და ამავე ორგანიზაციის თბილისის განყოფილების წევრი 1917 წლიდან.

1918 წელს შედიოდა ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) შემადგენლობაში. 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, მუშაობდა საკონტროლო კომისიაში. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას საქართველოს რეგიონებში.

1919 მის ნაადრევად გარდაცვალებას სოციალ-დემოკრატიულ პრესაში არაერთი წერილი მიეძღვნა.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836. აღწ. 1. საქ. - 109.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები