ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიები – საომარი მოქმედებები ინგლის-ამერიკისა და იტალია-გერმანიის ჯარებს შორის ჩრდილოეთ აფრიკაში II მსოფლიო ომის დროს (1940 წლის 13 სექტემბერი – 1943 წლის 13 მაისი).

1940 წლის სექტემბრიდან 1942 წლის ოქტომბრამდე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 1942 წლის ოქტომბერში ინგლისის მე-8 არმია გენერალ ბ. მონტგომერის სარდლობით ელ-ალამაინთან შეტევაზე გადავიდა და გაარღვია იტალია-გერმანიის ჯარების ფრონტი. ამავე დროს კასაბლანკაში (მაროკო) გადმოსხდნენ აშშ-ის ჯარები გენერალ დ. ეიზენჰაუერის სარდლობით. იტალია-გერმანიის ჯარები ბლოკირებული იქნენ ტუნისში და კაპიტულაცია გამოაცხადეს (1943 წლის მაისი). ტყვედ ჩავარდა დაახლოებით 250 ათ. კაცი. ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიების ასეთი დასასრული ფაშისტური ბლოკის მძიმე მარცხი იყო, რამაც შემდეგ ეტაპზე შესაძლებელი გახადა დასავლელი მოკავშირეების იტალიაში შეჭრა.

იხილე აგრეთვე

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები