ჩხეტისძე შოშიტა (I)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩხეტისძე შოშიტა (I) - რაჭის ერისთავი დაახლ. 1534-1550 წწ-ში. ვახუშტი შეცდომით მას მიიჩნევს პირველ რაჭის ერისთავად საერისთავოს აღდგენის შემდეგ, რასაც დოკუმენტური წყაროები არ ადასტურებენ. ამ თანამდებობაზე იგი 1534 წ. დაუსვამს იმერთა მეფის ბაგრატ III-ს.
წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი 1973: 74;
- სოსელია 1973: 110-111.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში