ცაბაძე ვასილ
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] | [[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] | ||
[[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]] | [[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]] | ||
− | [[კატეგორია:საბჭოთა | + | [[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]] |
+ | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:10, 8 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე - (1872, სოფ. საციხური, გორის მაზრ. – VIII,1924, თბილისი) - თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. იყო რევოლუციონერ-დემოკრატთა დასის წევრი იოსებ სტალინთან ერთად 1901. მუშათა წრეების ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი. 1901 წლის 11 ნოემბერს შემდგარ თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის პირველ კონფერენციაზე აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტი, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო ვასილ ცაბაძე, იოსებ სტალინთან და სხვებთან ერთად. თავდაპირველად ბოლშევიკურ ფრაქციაში შედიოდა, თუმცა შემდგომ მენშევიკებს მიემხრო. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.
1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ეხმარებოდა თანაპარტიელებს ციხიდან გათავისუფლებაში. 1924 წლის აჯანყების დაწყებისთანავე ჩეკამ დააპატიმრა და დახვრიტა.
- ნოდარ ჩხაიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეექვსე, რედ. ა. სურგულაძე, თბილისი, 1972.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
- ქართველი პოლიტიკოსები
- სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- 1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები