ცაბაძე ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 22: ხაზი 22:
  
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები‏]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები‏]]
[[კატეგორია:საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
+
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]

12:37, 6 თებერვალი 2019-ის ვერსია

ვასილ ცაბაძე

ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე (1872, სოფ. საციხური, გორის მაზრ. – VIII,1924, თბილისი) - თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. იყო რევოლუციონერ-დემოკრატთა დასის წევრი იოსებ სტალინთან ერთად 1901. მუშათა წრეების ერთ-ერთი პირველი დამაარსებელი. 1901 წლის 11 ნოემბერს შემდგარ თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის პირველ კონფერენციაზე აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტი, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო ვასილ ცაბაძე, იოსებ სტალინთან და სხვებთან ერთად. თავდაპირველად ბოლშევიკურ ფრაქციაში შედიოდა, თუმცა შემდგომ მენშევიკებს მიემხრო. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ეხმარებოდა თანაპარტიელებს ციხიდან გათავისუფლებაში. 1924 წლის აჯანყების დაწყებისთანავე ჩეკამ დააპატიმრა და დახვრიტა.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეექვსე, რედ. ა. სურგულაძე, თბილისი, 1972.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები