ცაგარეიშვილი გერასიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:36, 30 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერასიმე ცაგარეიშვილი

ცაგარეიშვილი გერასიმე - (დ. - 1864, სოფ. გოჩა ჯიხაიში - გ. - 14.XII.1927) - ცნობილი პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1883 დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1893 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს იაკობ ფანცხავასთან ერთად ბათუმში გახსნა პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით; 1894 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, წარმატებით ასწავლიდა რუსულ და ლათინურ ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას. 1904-1905 სასწავლო წლიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა და მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის.

გერასიმე ცაგარეიშვილი ყველა კულტურული დაწესებულების და ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად; ს. ხუნდაძესთან ერთად, იგი გიმნაზიის ინსპექტორად აირჩიეს და თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთებამდე. მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც. 1920 წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო. ექვსი წელიწადი მუშაობდა საბჭოთა სკოლაში. (დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

  • „სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“, წიგნი II, სამეცნიერო მეთოდური კაბინტის გამომცემლობა, 1955;
  • ქუთ. სახ. ისტ. არქ. ფ. 9, საქ. 1535.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები