ცეცხლგამტარი ზონარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 21 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლგამტარი ზონარი – ბიკფორდის ზონარი, ცეცხლის იმპულსის გადაცემის საშუალება დროის გარკვეულ შუალედში კაპსულდეტონატორის ან დენთის მუხტის ასამუშავებლად. შედგება დენთის შუაგულისა და წყალგაუმტარი დაფარვის მრავალფენიანი გარსისგან. ცეცხლგამტარი ზონარის დიამეტრია 5-6 მმ, წვის სიჩქარე დაახლოებით 10 მმ/წმ (წყალქვეშ, 5 მ სიღრმემდე, მეტი სისწრაფით იწვის).

გამოიგონა 1831 წელს ინგლისელმა მეცნიერმა უ. ბიკფორდმა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები