ცისკარიშვილი პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პეტრე ცისკარიშვილი – დაიბადა 1974 წლის 27 თებერვალს თბილისში.
განათლება – თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და სამართლის სახელმწიფო ინსტიტუტის მარკეტინგისა და კომერციის ფაკულტეტი (1998).
სამუშაო გამოცდილება
- მე-5 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2003): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით.
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (2003).
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში (2004-2006).
- სოფლის მეურნეობის მინისტრი (2006-2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე (2012-2016).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები 1999-2004
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები 2008-2012
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები 2012-2016
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები