ცისკარი (ღვთისმსახურება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:34, 2 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცისკარი - ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება წირვამდე დილის 6-დან 9-მდე, ან წინა საღამოს, მწუხრის შემდეგ.

ეკლესიაში საცისკრო მსახურება იწყება ექვსი ფსალმუნითა და დიდი კვერექსით. ამის შემდეგ იგალობება მუხლები 117-ე ფსალმუნიდან: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; ... ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ. შემდეგ კი იკითხება ტროპარები, რომელთა შემდეგაც მონასტრებში, ჩვეულებრივად, ყოველდღიურად საკითხავი ფსალმუნთა ჯგუფი (კათიზმები). ჩვენ ისევ გვესმის ამ დღისადმი მიძღვნილი საგალობელი. დიდ დღესასწაულებზე იგალობება განსაკუთრებული სადიდებლები და ფსალმუნები, კვირაობით კი იგალობება ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისადმი მიძღვნილი საგალობლები. დღესასწაულებსა და კვირაობით, ასევე, იკითხება სახარება.

სახარებას მოსდევს დიდი თხოვნითი ლოცვა, რომლის შემდეგაც იგალობება კანონი, შედგენილი საგალობლებისა და სტიქარონებისაგან. ამ საგალობლებს საფუძვლად უდევს ძველი აღთქმის გალობანი. ისინი მთავრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობლით: „ადიდებს სული ჩემი უფალსა“ (ლუკა,1:46-55). შემდეგ იგალობება დიდი სადიდებელი, რომელსაც მოსდევს ცისკრის კვერექსი, რის შემდეგ ისევ მეორდება ტროპარი და ქრისტიანები იღებენ საბოლოო დალოცვას ყოველდღიური საქმიანობისათვის.

ეკლესიაში ცისკრის მსახურება აერთიანებს საცისკრო ფსალმუნებას, განსჯით ლოცვებს ბიბლიურ საგალობლებზე, წაკითხულ სახარებასა და დღის განსაზღვრულ თემაზე, რომელიც გამოხატულია შესაბამის სტიქარონებსა და საგალობლებში. საღვთო გამოცხადებისა და ნათლის თემები ცისკრის მსახურების ცენტრალური თემებია. ხანდახან, განსაკუთრებით კი იმ ეკლესიებში, რომლებიც რუსულ საღვთისმსახურო ტრადიციებს იცავენ, ცისკარი და მწუხრი ერთიანდება დიდ ღამისთევის ლოცვად. დიდი დღესასწაულების წინ მწუხრს ასევე ემატება ლიტია – პურის, ხორბლის, ღვინისა და ზეთის კურთხევა. მორწმუნეები მიირთმევენ ნაკურთხ საკვებს და იცხებენ ზეთს, ნიშნად წყალობისა და მადლისა.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები