ცხრატყავა Lonicera steveniana fisch.

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხრატყავა (Lonicera steveniana fisch.)

ცხრატყავა - (Lonicera steveniana fisch. ex Pojark.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). სწორად მდგომი ბუჩქია, გაფარჩხული ან გადაშლილი ტოტებითა და მოშავო-მონაცრისფრო ქერქით. ნორჩი ყლორტები წვრილია, ხშირად – იისფერი, შებუსული ას ნაფიფქით. ფოთლები მოგრძო-ელიფსური ფორმისაა, თხელი, კაშკაშა მწვანე, ქვედა მხარეზე უფრო ღიაა. გვიო გვინი მოყვითალო, თეთრი ფერისაა. ნაყოფი მუქი წითელია, სფეროსებური. ყვ. V-VI; ნაყ. VII-VIII. მთის შუა, ზეთი და სუბალპური სარტყლების მცენარეა, იზრდება ქვეტყში, ბუჩქნარებსა და მდინარეთა გაყოლებებზე. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ დართლოს მიდამოებში. გავრცელებულია, ძირითადად სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები