ცხრილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხრილი

ცხრილი - მარცვლეულის საცხრილავი. იხმარებოდა კალოობისას, ლეწვის დროს პურეულის საცხრილავად.

სანამ ხვავს კალოდან აიღებდნენ, ხორბალს ჯერ ცხავში გაატარებდნენ, მას მსხვილი თვალები აქვს და მარცვალი გადის ცხავში, დიდი ნარჩენები კი შიგ რჩება. ცხრილს წვრილი თვალები აქვს, გაცხრილვის დროს ხორბლის მარცვალი შიგ რჩება, ქვეშ გადის წვრილი ნარჩენი, მიწა. ხის ცხრილი მზადდებოდა თხმელის ან თხილის ტკეჩისაგან, იწვნოდა იმ ზომის თვლებით, რომ შიგ მარცვალი არ გავარდნილიყო. ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულია ორი სახის ტყავის ძირიანი ცხრილი: გამოწნული ტყავის თასმებით და დაჩვრტილი სამეურნეო კულტურების გასაცრელ-გასაცხრილავად. ორივე ტიპის ტყავის ცხრილი ხის სალტეზე იყო გამოკრული. ტყავის ცხრილების დამზადების ტრადიცია ეთნოგრაფიულ ყოფაში არ დასტურებდა. ხის ცხრილებს კი ამჟამადაც აკეთებენ და ბაზრობებზე მათი საუკეთესო ნიმუშებია გამოტანილი.




ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები