ძალადობა ბავშვზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალადობა ბავშვზე სასტიკი (უხეში) მოპყრობა ბავშვის მიმართ - (child abuse) ბავშვის მიმართ ცუდი მოპყრობა, რაც გულისხმობს მასზე ზრუნვის არარსებობას, ასევე – მიზანდასახულ ექსპლოატაციას, შეურაცხყოფას ან ფიზიკური ზიანის მიყენებას. ძალადობა ბავშვზე მრავალგვარია, მაგრამ, როგორც წესი, ადგილი აქვს განსხვავებული ფორმების შეთავსებას ბავშვის მიმართ ზრუნვის არარსებობა შეიძლება განხილული იყოს, როგორც მშობლის ან სხვა მზრუნველი პირის უუნარობა სათანადოდ მოუაროს ან ყურადღება მიაქციოს ბავშვს.

სარჩევი

ფიზიკური ძალადობა

ფიზიკური ძალადობა, რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება „ნაცემი ბავშვის სინდრომის“ კონტექსტში, აერთიანებს ბავშვის მიმართ ფიზიკურ სისასტიკეს, სისტემატურ მოწამვლას ან სხეულზე სხვა ზიანის მიყენებას.

სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა, ჩვეულებრივ, გულისხმობს გენიტალურ კონტაქტს და სისასტიკის ხარისხის მიხედვით ვარირებს სექსუალურად შეფერადებული მოფერებიდან ძალადობით ან ფიზიკური ზეწოლით განხორციელებულ სქესობრივ აქტამდე. აქვე შედის ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება და სხეულით ვაჭრობის იძულება.

ფსიქოლოგიური ძალადობა

ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს ბავშვში შიშის განცდის, განკიცხვის, დამცირების, მარტოობისა და სხვა ავადმყოფური ფსიქოლოგიური მდგომარეობების მიზანმიმართულ, სისტემატურ პროვოცირებას.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები