ძევერას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძევერას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ძევერას სამხრეთ-აღმოსავლეთით, მინდორში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7X10 მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვით და რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილი და ლავგარდანი, ჩრდილოეთ კედელი მთლიანად, აღმოსავლეთ კედელი სარკმლის გასწვრივ, მთელ სიმაღლეზე; მონგრეულია კუთხეები, დაბზარულია შენობის სამხრეთ-დასავლეთ კედელი კუთხესთან. შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ და დასავლეთ ფასადების სარკმლის ძირი ნახევარწრიულია, ამოკვეთილია ერთ ქვაში. მომრგვალებულკუთხეებიანი საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრების პირველ საფეხურს ეყრდნობა კედლის დეკორატიული თაღები, მეორე საფეხურს და დასავლეთ კუთხის პილასტრებს – კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ორივე მხარეს, კედელზე, შემორჩენილია ქვის თითო სწორკუთხა ბუდე. გადმოცემით, ამ ქვებზე წარწერები ყოფილა.


ბიბლიოგრაფია

1. ძევერა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.120. სოფლის სამხ.-აღმ.-ით, მინდორში აგებული, განვითარებული ფეოდალურ ხანით დათარიღებული იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიის მოკლე დახასიათება. მოცემულია სოფ.ძევერის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა, აღნიშნულია სახურავზე დაშენებული აგურის ოთხთაღიანი სამრეკლო. ტექსტს ახლავს წმ. გიორგის სახ. ეკლესიის გეგმა.
2. ძევერას წმ. გიორგის ეკლესია. ღვთისმშობლის ეკლესია. ქართველთა წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.101-103.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები