წვერის ანგელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:57, 14 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წვერის ანგელოზიგუდამაყარში წვერის ანგელოზის ხატი წინათ სოფლის თავზე ყოფილა დამკვიდრებული. ერთი ძალიან მდიდარი კაცი ყოფილა – მირიანეული და ბევრი ღორები ჰყოლია. ეს ხატი კი არ იხდენს თურმე ღორების ყოლას. მიდიან ეს ღორები ხატში და თხრიან, გადათხარეს იქაურობა. გაჯავრდა ხატი და აფრინდა მაღლა, სადაც ახლა ლოცულობენ, საგულებელს ეძახიან, და იქ დაარსდა. გაიგო ამ მირიანეულმა და იქაც არეკა ეს ღორები. იქიდანაც აფრინდა ხატი და სულ წვერზე ავიდა, ჭალისთავის წვერზე. ყამირი ადგილია, იქითაც და აქეთაც არავინ თიბავს. არ ახსოვს მამა-პაპას, რომ ვინმეს გაეთიბოს. იქ გათლილი ქვები ყრია, ნასაყდრალია. იქამდე ღორები ვეღარ ავიდოდნენ.

ერთ დღეს ორი ქორწილი უნდა ჰქონდეს ამ მირიანეულს. ამოიტანა კახეთიდან ღვინო, მოაქვს და გზაში დაეცა დიდი ქარიშხალი, გაუფუჭა ყველაფერი. მიხვდა მირიანეული, ვინც დააზარალა, და მაინც იხტიბარი არ გაიტეხა: მაცალე, მე მირიანეული ვარო, უთქვამს, კიდევ ვიყიდიო. წავიდა და კიდევ მოიტანა. გზაში ხიფათი არ მოსვლია. გაამზადა მაყრები და გაგზავნა: ორი ქალი უნდა მოიყვანონ ოჯახში და ქორწილი გადაიხადონ. მოდიან მაყრები და მოჰყავთ ქალები, გზაში ისეთმა წარღვნამ მოუსწრო, რომ ჩამოქანდა მიწა და მოიმზღვლა, და წაიღო ნიაღვარმა მაყრიონი პატარძლებიანად.

როცა ესენი დაუღუპავს, გამოცხადებია წვერის ანგელოზი მირიანეულს და უთქვამს: გაგერიდე, ზევით წავედი და ამომყევიო, მირიანეულოო. მიგაყენებ და მოგაყენებ, ქალის ქალზე დაგაყენებო.

სულ გაწყვეტილა ეს ხალხი. მართლაც, ქალის ქალი დარჩენილა. კაცი აღარ დაბადებულა მათ გვარში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები