წიწინაური (Polygala alpicola Rupr.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Polygala alpicola Rupr.

წიწინაური – (Polygala alpicola Rupr.); ოჯახი: წიწინაურისებრნი (Polygalacaeae). მცენარე შიშველია, ღერო, ჩვეულებრივ, სწორია ან წამოწეული, ხშირი შეფოთვლით. ქვედა ფოთლები ძლიერ პატარა, უკუკვერცხისებური ან ნიჩბისებური. ზედა ფოთლები უფრო დიდია და ფორმით ლანცეტა. ყვავილედი მოკლე მტევანია. გვირგვინი ლურჯია, იშვიათად – ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-VII. მცენარე იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები