წიწლიკური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 14 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიწლიკურიფშავში კოტიას წმიდა გიორგის ცხვრის მომვლელი ყოფილა ერთი გამიაშვილი, წიწლიკური. წინათ ზამთრობით შირაქში არ დადიოდნენ თურმე, ტყეში აძოვებდნენ ცხვარს. ერთხელ წასულა წიწლიკური სანადიროდ. ერთ აფშოელ მწყემსს ჯიხვის ტყავი სცმია, ცხვარს აძოვებს ტყეში. წიწლიკურმა იფიქრა, ჯიხვიაო, ესროლა და მოკლა. მივიდა და, რას ხედავს, კაცი მოუკლავს. აიკიდა მოკლული და მიიტანა მწყემსების ბინაში. უთხრა: აი, ასე მომივიდა, კაცი შემომაკვდა და, თუ გინდათ, მომკალითო. წაიღეს მკვდარი აფშოს. გაზაფხული რომ მოვიდა, მოითხოვეს თავსისხლი (გადასახადი მკვლელობაზე). წიწლიკურმა უთხრა: უნებურად მომიხდა და თავსისხლს არ მოგცემთო.

დიდგორს ეძახიან, იქ არის წიწლიკური. წამოვიდნენ აფშოვლები მოსაკლავად. სტვირი აქვს წიწლიკურს. რომ დაუსტვენდა, ცხვარი ჩერდებოდა. მიუსხდნენ ერთ გორზე მესისხლენი. გაუსწორებენ ნიშანს, ამოიღებენ მიზანში, ეფარება თვალს წიწლიკური. ვერა და ვერ გაუსწორეს ნიშანი. ის კი ზის და სტვირს უკრავს. ახლა სხვები წამოვიდნენ. სხვებსაც ასე მოუვიდათ. მერე უთხრეს: ალალი იყოს შენზე, წიწლიკურო, გვიპატიებიაო და დაანებეს თავი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები