წლის წიწმატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წლის წიწმატი

წლის წიწმატი - (Nasturtium officinale R. Br.); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae). 10-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი. ფოთლები ფრთისებურად განკვეთილი. 2-7 წყვილი მოგრძო, მრგვალკბილა ან ამოკვეთილი გვერდითი ნაკვთებითა და მომრგვალო ან კვერცხისებური, კიდეტალღოვანი კენწრული ნაკვთით. ყვავილედი ფარისებურია, კენწრული. გვირგვინი თეთრია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება ტენიან ადგილებზე, ჭაობებში, მდორედ გამდინარე წყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები