წულუკიძე იუნუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:21, 15 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუნუს წულუკიძე

წულუკიძე იუნუს ესედის ძე (დ. - 1880, სოფ. ლეღვა, ბათუმის ოლქი - გ. - 1921 (1922), ოჩხამური, ოზურგეთის მაზრ.) - სოციალ-დემოკრატი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი.

ბიოგრაფია

1918 დეპუტატის ანკეტის თანახმად, განათლებით იყო სემინარიელი, სწავლობდა სტამბოლში. პროფესიით სოფლის მეურნე. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში, მემედ აბაშიძესთან და სხვა მაჰმადიან ქართველებთან ერთად, სათავეში ედგა ბათუმის ოლქის საქართველოს ფარგლებში დაბრუნებისათვის პოლიტიკურ ბრძოლას, 1919 წელს მონაწილეობა მიიღო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ შექმნაში.

დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპა 1920-იან წლებში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • შარაძე, „მემედ აბაშიძე“, 1995;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები