წყალქვეშა ნავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიზელ-აკუმულატორული წყალქვეშა ნავის ზღვაში სადგომი

წყალქვეშა ნავი - სუბმარინი, საბრძოლო ხომალდი, რომელსაც უნარი აქვს წყალში ჩაეშვას, ამოყვინთოს, ხანგრძლივად იმყოფებოდეს წყალქვეშ და ისე ჩაატაროს საბრძოლო მოქმედებები.

მნიშვნელოვანი ტაქტიკური თვისება – ფარულობა. მისი დანიშნულებაა მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, პორტების და სხვა მიწისზედა ნაგებობების დაზიანება, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების, ხომალდების და გემების განადგურება, ნაღმების ღობურების შეუმჩნევლად დაყენება, დაზვერვის წარმოება, დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების გადასხმა და სხვა საბრძოლო და სპეციალური ამოცანების შესრულება.

სამხედრო-საზღვაო ძალებში წყალქვეშა ნავები ფლოტის წყალქვეშა ძალებს შეადგენენ. საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ ცალ-ცალკე, ჯგუფებად წყალქვეშა ნავების დაჯგუფებებში და სხვადასხვაგვაროვან ძალებთან, დამოუკიდებლად ან შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებით. ისინი შეიარაღებული არიან ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ტორპედოებით, ნაღმებით, ჰიდროაკუსტიკური მოქმედების საწინააღმდეგო საშუალებებით, შეიძლება ჰქონდეთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

ენერგეტიკული დანადგარის ტიპის მიხედვით არის: ატომური და დიზელელექტრონული;

წყალწყვის მიხედვით – წყალქვეშა კრეისერები, საკრეისერო, დიდი, საშუალო, მცირე და ზემცირე;

დანიშნულების მიხედვით იყოფა: სტრატეგიული, მრავალმიზნობრივი და სპეციალური დანიშნულების;

ძირითადი შეიარაღების მიხედვით – სარაკეტო, სატორპედო და სარაკეტო-სატორპედო.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები