წყარიშმაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 14 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყარიშმაფა – მეგრული მითოლოგიის „წყლის დედოფალი“. მისი სამყოფელი წყალია, ხანდახან ამოდის წყლიდან, რომ ადამიანები, განსაკუთრებით, უცოლო ვაჟები, მოხიბლოს. გრძელი თმები წყარიშმაფას კოჭებამდე სწვდება.

ერთი კაცი ცხენით მიდიოდა, გზად წყალში უნდა გაევლო. როგორც კი წყალში შესულა, კაცისთვის ვიღაცას სახელი დაუძახნია. მობრუნდა კაცი და, ხედავს, ზის წყარიშმაფა და სავარცხელით თმას ივარცხნის. შეშინებულმა კაცმა პირჯვარი გადაიწერა თუ არა, წყარიშმაფა გაუჩინარდა. მეორე დღეს კაცი დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც წყარიშმაფა ეჩვენა და ქვის ქვეშ სავარცხელი იპოვნა. თურმე ქვის ქვეშ ინახავს წყარიშმაფა სავარცხელს. აიღო კაცმა სავარცხელი და სახლში წაიღო. შუაღამისას ვიღაც ეძახის კაცს. გამოვიდა გარეთ და, ხედავს, ჩაცმული წყარიშმაფა დგას ჭიშკართან. შეიყვანა კაცმა წყარიშმაფა სახლში და დაიწყეს ერთად ცხოვრება. საოჯახო საქმე შეისწავლა, შვილებიც გაუჩინა კაცს. ერთ დღეს კაცს უთქვამს მისთვის: რად გინდა ეს სავარცხელი და ცეცხლში ჩააგდო. წყარიშმაფას კივილი მოურთავს, ბავშვები დაუხოცავს და კაციც ასე დაუწყევლია: ნურც ამოწყვეტილხართ და ნურც დარჩენილხართო. და წავიდა სახლიდან და ისევ წყალს დაუბრუნდა.

სხვა დაბოლოებაც აქვს წყარიშმაფას ამბავს: კაცს წყარიშმაფას სავარცხელი რკინის ქვეშ ჰქონდა დამალული, რომ ვერ აეღო. როცა მათი შვილი წამოიზარდა, მისი საშუალებით წყარიშმაფამ ხელში ჩაიგდო სავარცხელი და წყალს მიაშურა, შვილიც თან წაიყვანა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები