ჭავჭავაძე თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჭავჭავაძე თამარ ირაკლის ასული“ გადაიტანა გვერდზე „[[ჭავჭავაძე თა...)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
შეასრულა:  
 
შეასრულა:  
 
*სალომეა (უაილდის „სალომეა“),  
 
*სალომეა (უაილდის „სალომეა“),  
*ლამარა (გ. რობაქიძის „ლამარა“),  
+
*ლამარა ([[რობაქიძე გრიგოლ|გ. რობაქიძის]] „ლამარა“),  
 
*ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“),  
 
*ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“),  
 
*ემილია (შექსპირის „ოტელო“),  
 
*ემილია (შექსპირის „ოტელო“),  

16:53, 15 თებერვალი 2019-ის ვერსია

თამარ ჭავჭავაძე

ჭავჭავაძე თამარ ირაკლის ასული (დ. - 16.X.1896, ყვარელი - გ. - 20.IV.1968, თბილისი) - მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1917-1919 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, პარალელურად - პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919-1921 წლებში სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი - ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920-1928 და 1942-1964 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში (1928-1942). 1964-1968 წლებში მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში.

თამარ ჭავჭავაძის როლები გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩეოდა. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი.

შეასრულა:

  • სალომეა (უაილდის „სალომეა“),
  • ლამარა (გ. რობაქიძის „ლამარა“),
  • ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“),
  • ემილია (შექსპირის „ოტელო“),
  • ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“),
  • მარგარიტა (დიუმა-შვილის „მარგარიტა გოტიე“),
  • ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“),
  • ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“),
  • იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“),
  • სინათა („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ.

დაჯილდოებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მერაბ გეგია

ლიტერატურა

ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები