ჭარნალი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:21, 17 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭარნალი – მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 12,3 კმ, მდინარის აუზის ფართობი 25,3 კმ². სათავე აქვს პონტოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1142 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,6 მ³/წმ.


წყარო

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები