ჭიათას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 12 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭიათას ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს, ნასოფლარ ჭიათის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება IX საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე მიწაშია ჩამჯდარი. ეკლესია დაზიანებულია: ჩამონგრეულია შესასვლელი. შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტი, მოხატულობის მცირე კვალი. შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმელია, სარკმლის ქვეშ, კედელზე, მიდგმულია სატრაპეზო ქვა. სარკმლის ორივე მხარეს ორი მცირე ნიშია. მცირე სარკმელი სამხრეთის კედელშიცაა. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები