ჭითხაროს ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 16 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭითხაროს ხატი – ერთი ლაშხეთელი სვანი მონადირე, გაგნიძეთა გვარის წინაპარი, წასულა ჭითხაროს მთაზე სანადიროდ და ისე გაუტაცნია ნადირობას, რომ დაღამება ვერ გაუგია და სახლში ვერ დაბრუნებულა. გადაუწყო ვეტია, სანადიროში გაეთია ღამე. მიეყრდნო ზურგით ჭითხაროს კლდეს, კლდე შიგნით გადაიქცა და გამოჩნდა უზარმაზარი გამოქვაბული, ძვირფასად მოჭედილი კედლებით, რომლებზეც ქანდარები იყო მოწყობილი. ქანდარებზე ოქროს ხატები ყოფილა დასვენებული. აქვე ყოფილან ღვთისშვილები განცვიფრებისაგან მონადირეს ძილიც დავიწყნია და ასე ფხიზელს შემოთენებია გამოქვაბულში. წასვლისას ღვთისშვილს მიუცია ოქროს ხატი ოქროს ჯაჭვითურთ, გაუღია გამოქვაბულის კარი და გაუსტუმრებია დასაჩუქრებული მონადირე. კაცი ლაშხეთში აღარ დაბრუნებულა, უვლია, უვლია და სოფელ ღებში მისულა, სადაც მარგვიშის ეკლესიაში დაუსვენებია ოქროს ხატი, დაუბამს თან მოყოლილი ჯაჭვით. მეორე დღეს, როცა ეკლესიაში შევიდნენ, ხედავენ, ეკლესიის ძველი ხატები ყველა ძირს ყრია, ახლადმოსვენებულ ხატს კი აუწყვეტია და ისევ თავის ადგილსამყოფელში დაბრუნებულა. მონადირემაც მიაშურა ჭითხაროს, მაგრამ გამოქვაბულის კარს ვეღარ მიაგნო და ხელცარიელი დაბრუნდა შინ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები