ჭოგნარი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭოგნარი – სოფელი საქართველოში, იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი).

ქართულ ტოპონიმიაში ცოტა როდია ისეთი სახელწოდებები რომლებიც მცენარეთა სახელებისაგან არიან წარმომდგარნი და სუფიქსადაც -ნარ- ელემენტს დაირთავენ: ბუკ-ნარ-ი, სხა–ნარ–ი (–სხალ–ნარ-ი) , მოცვ-ნარ-ი, თხილ-ნარ-ი, მუხ-ნარ-ი, ვაშ-ნარ-ი (–ვაშლ-ნარ-ი), და მისთ. სწორედ ამგვარ სახელთა წყებას ეკუთვნის სოფლის სახელი ჭოგნარი, რომელშიც აშკარად გამოიყოფა მცენარეული საფარის სიმრავლის აღმნიშვნელი -ნარ- სუფიქსი. საყრდენი (ამოსავალი) ფუძეა ჭოგრი, რომელიც იმერულ კილოში სარს, გრძელ ჯოხს, კაკლის დასაბერტყ ხალას ეწოდება (იგივე ჭოკი). მაშასადამე, ჭოგნარ- ფორმაში ფუძისეული რ დაკარგულა სუფიქსისეული რ-ს გავლენით (მოსალოდნელი იყო დისიმილაციაც, მაგრამ იგი არ მომხდარა იმის გამო, რომ ფუძეში გვაქვს ნ სონორიც): ჭოგრ-ნარ- → ჭოგნარ-ი: „სოფელი, სადაც იჭრება გრძელი ლატმები (კაკლის საბერტყი ხალები) ან სარები ღობეთა შემოსარაგვავად.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები