ხავიწი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხავიწი − საჭმელი, კაიმაღითა და მჭადის ფქვილით მომზადებული ფაფა, სიმინდის მოხარშული ღერღილი, რომელშიც ერბო ბლომად იყო ჩართული. ხავიწს, როგორც კერძს, ისეთს ამზადებდნენ. ხავიწის ფაფა იყო საკმაოდ სქელი.

დამზადების წესი: ხავიწის მოსამზადებლად ერბოს გაადნობდნენ, დაწვავდნენ, ნელა ნელა ფქვილს შეუმატებდნენ და მოაშუშებდნენ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგამდნენ. ცოტა რომ გაგრილდებოდა, სპილენძის ჯამით − ჩანახით აწყავდნენ და ჩააკალაპოტებდნენ. გაციებულ ხავიწს ფიცარზე გადმოაპირქვავებდნენ და სათანადო ზომაზე დაჭრიდნენ. ასეთნაირად მომზადებული ხავიწი დიდხანს ინახებოდა.

სადღესასწაულო ქადებს გულად ხავიწს ჩაურთავდნენ ხოლმე. ხარისხიანი იყო ის ქადა, რომელსაც ბარაქიან-ხავიწიანი გული ჰქონდა. დამზადების სხვა მარტივი ხერხით, ნაღებს აადუღებდნენ, შემდეგ ჭურჭელში სიმინდის ფქვილს ჩაყრიდნენ და აურევდნენ, როცა კერძი შეიკვრებოდა, ჩამოდგამდნენ. ხავიწი ასევე ყურუთის მოსამზადებლად გამოიყენებოდა. იგი მთიელთა საჭმელი იყო და საპატივცემულო კერძად ითვლებოდა. ყურუთობის დროს მომზადებულ ხავიწს მემთევრი, პატივისცემის მიზნით, ბარში მყოფ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს გაუგზავნიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ხუმრობანარევი ტონით უსაყვედურებდნენ − „ხავიწი არ მაჭამეო”.



ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:100; ქართული მატერიალური კულტურის... 2011; ჯავახური... 2014.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები