ხარაძე არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არჩილ ხარაძე

ხარაძე არჩილ კირილეს ძე - (დ. - 1895, სოფ. წიფა - გ. - 1976, თბილისი) - მათემატიკური განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. პროფესორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1917 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1918 წლის 30 მაისს თბილისის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ თანხმობა მისცა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს მოსკოვის უნივერსიტეტიდან, არჩილ ხარაძეს, უნივერსიტეტის ლექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 1930 წლიდან იყოს უნივერისტეტის პროფესორი და კათედრის გამგე, შემდგომში - ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი (1935-1938), სასწავლო დარგში პრორექტორი (1938-1944). სხვადასხვა დროს იყო კათედრის გამგე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, დირექტორი თბილისის ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტში (1947-1952), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თბილისის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, პრეზიდენტი საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოებისა (1970-1975). არჩილ ხარაძის გამოკვლევები ეხება ალგებრას, გეომეტრიას და მათემატიკის ანალიზის საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები ორთოგონალურ პოლინომთა კლასიკური თეორიის შემდგომი განზოგადებისა და ამ თეორიის პრობლემასთან კავშირების დადგენის მიმართულებით. ანდრია რაზმაძესთან და ნიკო მუსხელიშვილთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის მათემატიკური ტერმინოლოგიის დადგენაში.

დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი

შრომები

ლიტერატურა

ი. ქარცივაძე, ბ. ხვედელიძე, არჩილ ხარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1985.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები