ხარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:43, 19 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ხარო − ხორბლეულის, მარცვლეულის შესანახი ხის სამეურნეო დანიშნულების სათავსი ანდა ჭურჭელი, დიდი ტევადობის სათავსი, სადაც დაფშვნილ სიმინდსა და ლობიოს ინახავდნენ.

აჭარაში ხაროს, ხშირ შემთხვევაში, ბეღელში ანდა სასიმინდეში აკეთებდნენ. იგი ბეღლის ნაწილი იყო. ამ მიზნით ბეღლის რომელიმე კედლის გასწვრივ ცალკე განყოფილებას მოაწყობდნენ. ხაროს ფუნქციით ოთხკუთხა ფორმის ხის მოზრდილი ყუთიც გვხვდებოდა, რომელიც სახლის რომელიმე კუთხეში იდგა.

თედო სახოკია: „ზემო სართულშივეა ხულა (ბეღელი), სადაც ხაროებია (განყოფილებები): ზოგან ხორბალი ჰყრია, ზოგან სიმინდი, ზოგან კიდევ ლობიო”. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ხაროს ხორბლის შესანახ ღრმა, დიდ ორმოს ეძახდნენ. მასში ხორბალსა და ზოგ სხვა რამესაც ინახავდნენ. ხაროს უწოდებდნენ სახლის კუთხეში ამოშენებულ და გალესილ სათავსოსაც, რომელშიც ასევე ხორბალს აბინავებდნენ;



ლიტერატურა

სახოკია, 1985:172; ჩიტაია, 2001:296; ნიჟარაძე, 1971:431; ჯავახური... 2014.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები