ხელთუბნის პეტრე მოციქულის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 12 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელთუბნის პეტრე მოციქულის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბნის ცენტრში. თარიღდება გვინფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (25 X 15,8 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. დანგრეულია ეკლესიის დასავლეთის და სამხრეთის კედლები. ეკლესიის თაღოვანი კარი ჩრდილოეთ კედელშია, ნახევარწრიული აფსიდის სარკმელი თაღოვანია. სარკმლის ორივე მხარეს წყვილი ოთკუთხა ნიშია. საკურთხევლის გვერდებზე აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებიც დარბაზს კარებით უკავშირდებიან. მათ თავზე, დარბაზის მხარეს, ღია სამალავებია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აფსიდებს თაღოვანი სარკმლები აქვთ. სარკმლების ორივე მხარეს თითო ოთკუთხა ნიშია. ეკლესიის შეისრული სატრიუმფო თაღი აგურითაა ნაგები.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები