ხელთუბნის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელთუბნის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბნის შუაგულში. აშენებულია 1806 წელს.

აღწერილობა

ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა, ნაშენია აგურით (14 X 7 მ). კარ-სარკმლის საპირეები თლილი ქვისაა (გვხვდება რიყის ქვაც). ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში განიერი, სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთის შესასვლელის თავზე, ერთმანეთთან ახლოს, სამი სარკმელია, მათ შორის შუა უფრო განიერია. ერთი განიერი სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია. დარბაზის განივი კედლები ორი წყვილი მძლავრი პილასტერით სამ ნაწილად იყოფა. შუა ნაწილი კვადრატულია და გუმბათი ადგას თავზე. განაპირა ნაწილები ვიწრო, ტოლი ოთკუთხედებია, გადახურულია ცილინდრული კამარით. გუმბათქვეშა კვადრატი პილასტერებზე გადაყვანილი თაღებისა და გრძივი კედლების თაღების გადაკვეთით იქმნება. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. გუმბათის ყელი შემოსაზღვრულია დაბალი სწორკუთხა ყრუ კედლებით და გადახურულია კრამიტის ოთხფერდა სახურავით, რომლის წვერზე მცირე ზომის პირამიდული სახურავიანი აგურის ნაგებობა დგას. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე, ფრონტონის ქვეშ დიდი ზომის ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის სარკმლების გვერდზე ვიწრო დეკორატიული სარკმლებია. დასავლეთის შესასვლელის თავზე, სპილენძის სწორკუთხა ფირფიტაზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა, რომელიც დაზიანებულია და გვაუწყებს ეკლესიის აგების თარიღს (დამკვეთის ვინაობა არ იკითხება). ფასადებს შემოვლებული აქვს სამსაფეხურიანი აგურის ლავგარდანი. ნაგებობა გადახურულია კრამიტით.

ბიბლიოგრაფია

1.ხელთუბანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.122-125. სოფ.ხელთუბნის მატერიალური კულტურის ძეგლების: აგიას საყდრის, პეტრე მოციქულის, სამებისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიების ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს სამების სახ. ეკლესიის გეგმა, ფასადებისა და განაკვეთების ნახაზები.
2.ხელთუბნის სამება //გენგიური ნ. კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.122-127; გვ.160-162. ძეგლის მოკლე ხუროთმოძღღბვრული აღწერილობა (2004 წელს ჩატარებული აღდგენითი სამუშაოებამდე). საამშენებლო წარწერის მიხედვით ძეგლი აგებულია გიორგი ეგნატის ძე თუმანიშვილის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში. მოხსენიებულნი არიან: ეგნატი თუმანიშვილი, მისის ვაჟები: გიორგი, იესე, დავით თუმანიშვილები, გიორგის მეუღლე მარიამ ორბელიანი, პლ.იოსელიანი. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის გეგმა, სამშენებლო წარწერის, სარკმლისა და ეკლესიის საერთო ხედის ფოტოები.
3.ხელთუბნის წმ. პეტრე მოციქულის ეკლესია. ქართველთა წმ. გიორგის ეკლესიის ნივთები. წმ. სამების ეკლესიის სააღმშენებლო წარწერა. ხელთუბნის ყოვლა

დ წმიდის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.90-91.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები