ხელთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:02, 12 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბნის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5,8 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით თაღოვანი სარკმლები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთკუთხა ნიშია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დასავლეთის კედლის პილასტერებზე დადგმულ თაღს და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ნაგებობა გადახურულია კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები