ხუტლუბუღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ხუტლუბუღა''' - [[სადუნ მანკაბერდელი|სადუნ მანკაბერდელის]] ძე,  [[ათაბაგი]]  და [[ამირსპასალარი]] 1289-1293 წწ-ში. მონღოლთა მხარდაჭერით დემეტრე II-ის ამირსპასალარი; [[ათაბაგი|ათაბაგობა]] მიიღო მხოლოდ დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ.  
+
'''ხუტლუბუღა''' - [[სადუნ მანკაბერდელი|სადუნ მანკაბერდელის]] ძე,  [[ათაბაგი]]  და [[ამირსპასალარი]] 1289-1293 წწ-ში. მონღოლთა მხარდაჭერით [[დემეტრე II]]-ის ამირსპასალარი; [[ათაბაგი|ათაბაგობა]] მიიღო მხოლოდ დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ.  
  
სადუნის გარდაცვალების (1282) შემდეგ, დემეტრე II-მ მის ძეს, ხუტლუბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა -  „სპასპეტობისა პატივსა აღიყვანა“, რითაც ცდილა ამირსპასალარის და ათაბაგის სახელოების კვლავ გათიშვას. ამით მეფეს ხუტლუბუღას დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია. ხუტლუბუღამ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, უაღრესად დაამძიმა დემეტრე მეფის მდგომარეობა მისი საქმის განხილვის დროს მონღოლთა წინაშე. დემეტრეს სიკვდილით დასჯის (1289) შემდეგ ხუტლუბუღას რეკომენდაციით გაამეფეს მონღოლებმა აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]] დავით ნარინის ძე ვახტანგ II (1289-1293). ვახტანგ II-ისაგან ხუტლუბუღამ ათაბაგისა და ამირსპასალარის სახელოები კვლავ ერთად მიიღო და რამდენიმე წლით მოახერხა დიდი ძალაუფლების ხელში ჩაგდება. 1293 წ-ის შემდეგ მისი სახელი წყაროებიდან ქრება.
 
00:30, 9 ივნისი 2021-ის ვერსია

ხუტლუბუღა - სადუნ მანკაბერდელის ძე, ათაბაგი და ამირსპასალარი 1289-1293 წწ-ში. მონღოლთა მხარდაჭერით დემეტრე II-ის ამირსპასალარი; ათაბაგობა მიიღო მხოლოდ დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ.

სადუნის გარდაცვალების (1282) შემდეგ, დემეტრე II-მ მის ძეს, ხუტლუბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა - „სპასპეტობისა პატივსა აღიყვანა“, რითაც ცდილა ამირსპასალარის და ათაბაგის სახელოების კვლავ გათიშვას. ამით მეფეს ხუტლუბუღას დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია. ხუტლუბუღამ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, უაღრესად დაამძიმა დემეტრე მეფის მდგომარეობა მისი საქმის განხილვის დროს მონღოლთა წინაშე. დემეტრეს სიკვდილით დასჯის (1289) შემდეგ ხუტლუბუღას რეკომენდაციით გაამეფეს მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში დავით ნარინის ძე ვახტანგ II (1289-1293). ვახტანგ II-ისაგან ხუტლუბუღამ ათაბაგისა და ამირსპასალარის სახელოები კვლავ ერთად მიიღო და რამდენიმე წლით მოახერხა დიდი ძალაუფლების ხელში ჩაგდება. 1293 წ-ის შემდეგ მისი სახელი წყაროებიდან ქრება.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები