ჯადოსნური საგნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 5 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯადოსნური საგნები – სასეწაულმოქმედი საგნები, რომელთაც სიუჟეტური ფუნქცია აკისრია ზღაპრებში, ასეთებია: სარკე, ჯაჭვი, პერანგი, ფრთა, ხალიჩა, მათრახი, ჯოხი, კომბალი, ბეჭედი, ბეწვი, ნატვრის თვალი, ჯაყვა, ვაშლი, სალამური, ქოში, ნაფოტი და ა. შ., ჯადოსნური საგნები ზღაპრულ პერსონაჟებს დაბრკოლებათა გადალახვაში ეხმარებიან.
გ. ჭელიძე
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართული ზღაპრები, I, შესავალი წერილი, 1938;
- მისივე, ზღაპარი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
- ელ. ვირსალაძე, ზღაპარი, ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, 1960.