ჯაფაროვი მამედ-იუსუფ ჰაჯიბაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 17: ხაზი 17:
 
* გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918. №116;  
 
* გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918. №116;  
 
* გაზ. „ერთობა“, 1920. №244.
 
* გაზ. „ერთობა“, 1920. №244.
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[https://civiledu.wordpress.com/2019/07/08/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93-%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%af/ ჯაფაროვი მამედ-იუსუფ ჰაჯიბაბა]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 16:33, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით

ჯაფაროვი მამედ-იუსუფ ჰაჯიბაბა

ჯაფაროვი მამედ-იუსუფ ჰაჯიბაბა - (აზერ. Məmməd Yusif Hacıbaba oğlu Cəfərov), აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. აზერბაიჯანის ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი. პარტია მუსავატის წევრი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

საშუალო განათლება ბაქოში მიიღო. 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში მოსკოვში ჩამოაყალიბა აზერბაიჯანული დიასპორის გაერთიანება. 1912 რუსეთის მეოთხე დუმის არჩევნებზე, არჩეულ იქნა ბაქოს, განჯისა და ერევნის გუბერნიის მუსლიმთა მიერ, დუმაში შევიდა კადეტთა ფრაქციაში. დუმის ტრიბუნიდან აკრიტიკებდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ ცარისტულ პოლიტიკას.

1917 წლის 15 ნოემბერს ჯაფაროვი შევიდა ქართველ სოციალ-დემოკრატ ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით შექმნილ ამიერკავკასიის კომისარიატში, იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის კომისრის პოსტს. შედიოდა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1918 წლის 28 მაისს ხელი მოაწერა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ფათალ ხან ხოისკის მეთაურობით შექმნილ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობაში 20 დღით იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტს.

1918 წლის ზაფხულში მ. ჯაფაროვი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა. მონაწილეობა მიიღო 1918 წლის სექტემბერში თბილისში გამართულ ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ამიერკავკასიის ბონების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებებში. 1918 წლის ნოემბერში თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენელმა. 1919 წლის დასაწყისში დატოვა საქართველოში ელჩის თანამდებობა, მის ნაცვლად აზერბაიჯანის ელჩად დაინიშნა ვექილოვი. 1919 წლის მარტში მ. ჯაფაროვი დაინიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრად. 1920 წლის თებერვლ-აპრილში ასრულებდა აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომრის მოვალეობას (ალიმანდარ თოფჩიბაშევის არყოფნის გამო).

საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, როგორც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა ბოლშევიკებთან დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. შემდგომში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში. საბჭოთა დიდი ტერორის პერიოდში დააპატიმრეს და დახვრიტეს, წარსულში ნაციონალისტური საქმიანობის გამო.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Azerbaijan International, Democratic Republic of Azerbaijan Leaders (1918-1920), Mammad-Yusif Jafarov, https://www.azer.om/aIweb/categories/magazine/61_folder/61_articles/61_jafarov. html, (ინახა 06. 12. 2017), p. 30. Spring 1999 (6. 1);
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918. №116;
  • გაზ. „ერთობა“, 1920. №244.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ჯაფაროვი მამედ-იუსუფ ჰაჯიბაბა

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები