ჯაყელი ბოცო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოცო ჯაყელი - სამცხის ერისთავი და სპასალარი 1189-1191 წწ. ბოცო ჯაყელი თამარმა გამეფებისას სამცხის ერისთავად და სპასალარად ითაყვანა. იგი გუზან აბულასანის ძე ტაოელთან ერთად ამარცხებს შავშეთსა და კლარჯეთში შემოსულ კარნუქალაქელებს, შამელებსა და გარმიანელ თურქებს. შემდეგ, 1191 წ., მას ვხედავთ გიორგი რუსის მომხრეთა ბანაკში. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ ბოცო ჯაყელმა თანამდებობები დაკარგა, მაგრამ მისი შვილი ბოცო ბოცოს-ძე თამარის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა და შემდგომში იგი ლაშა გიორგისა და რუსუდანის ერთგული თანამებრძოლთა შორის გვხვდება. სამცხის ერისთავი ბოცო ჯაყელი 1191 წ-ის შემდგომ პოლიტიკური ასპარეზიდან ქრება, მაგრამ მისი სახელი შემოინახა ალის მონასტრის აღაპ-მოსახსენებლებმა.



წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 34, 38, 48-51; შარაშიძე 1982: 17; ბახტაძე 2003: 271-276.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები