ჯვარი (რიტუალური თავთავის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:43, 20 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავთავისგან გაკეთებული ჯვარი

ჯვარი(ვარსკვლავი) - თავთავისაგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც თავთავებისაგანვე დაწნულ გვირგვინშია მოქცეული.

ზაფხულში კალოობისას წინა წელს დამზადებულ ასეთ ჯვარს დაშლიდნენ და კალოზე გაფენილ ძნებში მიმოაბნევდნენ ბარაქიანი მოსავლის დაბევების მიზნით.

გვიან პერიოდში, სოციალიზმის ბატონობის ჟამს, რიტუალი კვლავ მოქმედებდა, ოღონდ ჯვარს ვარსკვლავის ფორმა მისცეს და სახელიც „ვარსკვლავით“ შეუცვალეს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ამ უნიკუმის ერთადერთი ნიმუშია დაცული.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები